HowToCode

პროგრამირების შესასწავლი უფასი ვიდეო გაკვეთილები ქართულად

AbstractIOIOService

AbstractIOIOService

ახალი წელი, შობა და მთელი ეს სადღესასწაულო განწყობა ჩემს პროდუქტიულობაზეც აისახა, სწორედ ამიტომ ასე გვიან გთავაზობთ წლის პირველ პოსტს, რომლის ავტორიც ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი პროგრამისტი ნოდარ ჭუმბაძეა. ანდროიდთან დაკავშირებით კითხვები თუ გექნებათ მიწერეთ, არ მოგერიდოთ :D ოღონდ მანამდე ეს პოსტი წაიკითხეთ, რომელსაც ხელუხლებლად გთავაზობთ

მოგესალმებით ეს ჩემი პირველია პოსტია და ვეცდები ჩემი აზრები გასაგებად დავწერო.

დავიწყებ იმით, რომ 2014 წლის დეკემბერში ჩემმა გუნდმა მე-5 ადგილი დაიკავა ჰაკათონში, რომელიც არის შეჯიბრი იდეების , გუნდური მუშაობის და ცხადია პროგრამირების. ჩვენ გავიმარჯვეთ პროექტით Vision Plus რომლის იდეაც მდგომარეობს შემდეგში: ულტრაბგერის სენსორი დამაგრებულია სათვალეზე და უკავშირდება IOIO დაფას, რომელიც ბლუთუზის საშუალებით გადასცემს მანძილს დაბრკოლებამდე ანდროიდის აპლიკაციას, რომელიც მანძილის რიცხვით მნიშვნელობას გარდაქმნის ბგერებად და უსინათლო ადამიანს ყურსასმენის საშუალებით ეუბნება.

ჩემი თანაგუნდელები ჰარდვეარ ნაწილზე მუშაობდნენ, მე კი მომიწია აპლიკაციის დაწერა რომელსაც არა მარტო მანძილი უნდა გარდაექმნა ბგერად , არამედ სერვისიც უნდა ყოფილიყო, ანუ აპლიკაციის მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო მისი გათიშვის შემდეგაც კი და უფრო მეტი, დევაისის დარესტარტების შემდეგ თავისით უნდა ჩართულიყო და გაეგრძელებინა მუშაობა.

რადგან ჩვენ გამოვიყენეთ IOIO დაფა ბლუთუზით მონაცემების გადასაცემად , შესაბამისად ანდროიდის აპლიკაციაშიც გამოვიყენეთ IOIO_ს ბიბლიოთეკა.

პრობლემა იმაში მდგომარეობდა , რომ ეს ბიბლიოთეკა მორგებული იყო Activity_ზე და აპლიკაცია წყვეტდა მუშაობას მისი გათიშვის თანავე. ვისაც ანდროიდის ერთი აპლიკაცაი მაინც დაუწერია, ეცოდინება onStop და onDestroy მეთოდები სადაც Activity_ს ყველა რესურსის განადგურებაა იმპლემენტირებული. ამის გამო დამჭირდა IOIO ბიბლიოთეკის შეცვლა, კონკრეტულად AbstractIOIOActivity _ის გადაკეთება AbstractIOIOService_ად

ვისაც დაგჭირდებათ IOIO _ს ბიბლიოთეკის გამოყენება თქვენს ანდროიდის აპლიკაციაში როგორც სერვისი, შეგიძლიათ AbstractIOIOService კლასი გამოიყენოთ. IOIO_ს ბიბლიოთეკასთან ერთად აპლიკაციაში ჩასვით ეს კლასი და ბიბლიოთეკაში არსებული AbstractIOIOActivity კლასის მაგივრად გამოიყენეთ.

თუ რამე კითხვები გექნებათ შეგიძლიათ დამიკავშირდეთ: nodrexfeedback@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს.
ავტორი
ნოდარ ჭუმბაძე

აბა კომენტარები არ დავიზაროთ, ანდროიდის ტუტორიალებზე რა აზრის ხართ?