HowToCode

პროგრამირების შესასწავლი უფასი ვიდეო გაკვეთილები ქართულად

OpenCart - პირველი შთაბეჭდილებები (ნაწილი 2)

დაახლოებით ერთი თვის წინ დავწერე პოსტი open cart-ზე, სადაც პირველი შთაბეჭდილებები გაგიზიარეთ. პროექტი დასრულებულია, ახლა მინდა შევაჯერო ეს გამოცდილება და ის დეტალები გაგაცნოთ რომლებიც დასაწყისში არ ჩანდა.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ კოდის წერა თითქმის არ დამჭირდა. მხოლოდ კონფიგურაციის ფაილების რედაქტირებით შემოიფარგლა ჩემი პროგრამისტული სამუშაო. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მაქსიმალურად არა-პროგრამისტებზეა გათვლილი.

მიუხედავად ამისა, სამართავი პანელი საკმაოდ რთულია. იმდენად, რომ რამდენიმე დღე დამჭირდა ძირითადი ნაწილის დეტალურად შესასწავლად. შესაბამისად დამკვეთისთვის სწავლებაშიუფრო მეტი დრო დაიხარჯა, ვიდრე პროექტის შექმნაში. ისეთი შემთხვევებიც იყო, როცა დამკვეთმა უნებლიედ "გააფუჭა" რამდენიმე გვერდი. როცა თავიდან ბოლომდე შენით წერ პროექტს, მაქსიმალურად ისე აკეთებ, რომ მომხმარებელმა ვერაფერი "გააფუჭოს". open cart-ის შემთხვევაში ეს საკმაოდ რთულია, რადგან ადმინისტრატორს თითქმის ყველაფერი შეუძლია, რაც გამოუცდელი დამკვეთების ხელში გარკვეულწილად ნაკლიცაა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ყოველ შაბლონს გარკვეული ცვლილებები შექვს სისტემაში, რამაც შესაძლოა მისი რომელიმე ნაწილი დააზიანოს. ზოგიერთი ფუნქცია ჩვენს მიერ არჩეულ შაბლონთან არათავსებადი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ სისტემისა და template-ის ვერსიები ერთმანეთს ემთხვეოდა.

ენის ფაილების მხოლოდ ნაწილი იყო ნათარგმნი ქართულად. ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობა იმდენად არაადეკვატურად ჟღერდა, რომ მათი გადაკეთებაც მომიხდა. ეს ალბათ იმან გამოიწვია, რომ ქართული სიტყვების ფაილები open cart-ის შედარებით ძველ ვერსიასთან იყო თავსებადი.

გადახდის სისტემას რაც შეეხება, მისი ინტეგრაცია არ დამჭირდა. დამკვეთმა გადაიფიქრა და მხოლოდ ადგილზე გადახდის მეთოდი აირჩია.

არც რეალურ სივრცეში გადატანა აღმოჩნდა რთული, მხოლოდ ორი კონფიგურაციის ფაილის შეცვლა დამჭირდა, ერთი მომხმარებლისთვის, ერთიც ადმინისტრატორისთვის

საბოლოოდ გაამართლა და 10-დან 7-ს დავუწერდი ამ სისტემას. რაც მთავარია, მძიმე ინტელექტუალურ სამუშაოს გარიდებს და ძალიან ბევრ დროს ზოგავ. აი პროექტის ლინკიც starcom.ge